თამთა შედანიამ შვილი მონათლა და სოციალურ ქსელში ბავშვის ნათლობის ფოტოები გამოაქვეყნა.
მან ამ დღესთან დაკავშირებული ემოციური პოსტიც გაგვიზიარა:
„26 სექტემბერი ჩემთვის განსაკუთრებული, ბედნიერი და მნიშვნელობით სავსე თარიღია.
ამ დღეს დაიბადა ჩემი სულის ნაწილი ჩემი მეუღლე.
ზუსტად ამ დღეს, სამი წლის წინ, დავიწერეთ ჯვარი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.
და სწორედ ამავე დღეს, ჩემი მეუღლის 40 წლის იუბილეზე მოვნათლეთ ჩვენი მეოთხე შვილი მიხეილ რატიანი.
გულით მადლიერი ვარ უფლის, ასეთი ოჯახისთვის, მეუღლისა და შვილებისათვის.
ბედნიერი ქალი ვარ.
ეს თარიღი ჩვენ გავასამმაგეთ და მივეცით ღრმა, ღვთისშემოსილი მნიშვნელობა გავხადეთ ღმერთის სამეულის სიმბოლო ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში…“