ინგლისელი დიზაინერი და ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ბექჰემი დეკემბრის თვის პოლონური Vogue-ის გარეკანზე მოხვდა.
ვიქტორიას საკმაოდ ნაყოფიერი წელი ჰქონდა, დიზანერმა თავისი ბრენდი კიდევ უფრო გააფართოვა და ბრენდის 10 წლის იუბილეც აღნიშნა. ამ წელს კი Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა და დიზაინერობას, აქტიური ბლოგერობაც შეუთავსა.
Vogue-სთან ინტერვიუში 45 წლის, 4 შვილის დედამ თავის მთავარ, ცხოვრებისეულ მიღწევად კარგი დედობა და კარიერა, – მოდის სახლის ხელმძღვანელობა დაასახელა.
ცნობისთვის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ჰოლივუდში ყველაზე მყარ და სტაბილურ წყვილად ითვლება.
ვიქტორია ბექჰემი საიუბილეო ,,ვოგის'' ფურცლებზე (ფოტო)
ინგლისელი ლამაზმანის ფოტოები საიუბილეო გამოცემის ფურცლებზე დაიბეჭდება.