ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო დუდუკი ქალები” სტუმარი მუსიკოსი დავით ხარატიშვილი იყო. „კაცი რომელიც ყოველთვის დახუნძლულია იდეებით” – ასე დაახასიათა გადაცემის წამყვანმა სტუმარი, რომელმაც „არ დაიდარდოს” ეთერში ახალი სიმღერა დააპრემიერა და გიტარის თანხლებით რამდენიმე ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზა.
მოგვიყევი შენი შემოქმედებითი გზის პირველი ნაბიჯები…
ღრმა ბავშვობიდან დავიწყე, 1994-1995 წლებში, რაღაცეებს ვწერდი, დღეს რომ ვუსმენ მეცინება. სულ მუსიკასთან ახლოს, შრომაში ვიყავი, მარტო ვცხოვრობდი, მშობლები საზღვარგარეთ იყვნენ, ბევრი რამ გადავლახე. შემდეგ გავაკეთე ხმის ჩამწერი სტუდია. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე თავი დამენებებინა ყველაფრისთვის, მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი რაღაცეებს, სტუდია დავშალე…
ხელოვანი ადამიანი თავის საავტორო სიღერას კიდევ სხვანაირად წარმოაჩენს ხოლმე…
ჩემებური სტილი მაქვს, ჩემშია და ვფიქრობ ხოლმე ვინმეს რომ ვაჩუქო იმღერებს კი? სულ მინდა ისეთი შევქმნა, რომ ვისაც ვაჩუქებ, მოუხდეს .
შენი ამოსავალი წერტილი სიყვარულია და ამის გაცნობა შენს შემოქმედებაში შეიძლება…
ჩემს სიმღერას ვინც მოისმენს, მიხვდება რაზეა ეს სიმღერა. ჩემს თავზე ვწერ ხოლმე, რაც გადამხდა, რაც იმ წუთას ვიგრძენი, სულ რაღაც 15-20 წუთში ვწერ სიმღერებს, თუ რაიმეზე დიდხანს ვფიქრობ, არ გამომდის ხოლმე. ჩემს გიტარასთან ერთად მოვედი, რომელიც მამაჩემისგან დამრჩა სახსოვრად და ვერ ველევი მას, ყოველთვის ამ გიტარაზე ვქმნი ჩემს შემოქმედებას. ჩემი მუზა არის ჩემი მეუღლე, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, საუკეთესო მეგობარია.
რომელ სიმღერას ვაპრემიერებთ?
„მე ქარი ვარ” ასე ქვია სიმღერას, ლაშა ივანიაშვილთან ჩაიწერა, მასტერინგი ოთო ბრეგვაძეს ეკუთვნის , მადლობა მამუკა ბექაურს, მის გარეშე არაფერი გამოვიდოდა, მან ცოცხლად შეგვისრულა კომპოზია ტრომბონზე.
მადლობა სტუმრობისთვის…
დავით ხარატიშვილი – მე ქარი ვარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დავით ხარატიშვილი – შემიყვარდა ერთი გოგო. Live
დავით ხარატიშვილი – ვერ დაგინახე. Live
დავით ხარატიშვილი. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”. 23.09.2019. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები