ჟურნალ „სარკის“ 2026 წლის პირველი ნომრის ერთ-ერთ რუბრიკაში მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლე, სამკაულების დიზაინერი, იუველირი მარინა ნაცვლიშვილი საკუთარ საქმეზე, ოჯახსა და საახალწლო ტრადიციებზე საუბრობს.
როგორც მარინა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, მისი ნამუშევრების პირველი შემფასებელი სწორედ მისი მეუღლეა. დიზაინერი ასევე აღნიშნავს, რომ დუტა მეუღლის მიერ გაკეთებულ სამკაულს თავადაც ატარებს.
„ჩემი ნამუშევრის პირველი შემფასებელი დუტაა. ის როდირებაშიც [საიუველირო ნაკეთობების როდიუმით დაფარვა], მეხმარება… დუტას გავუკეთე ბეჭედი, რომელსაც ხელიდან არასდროს იხსნიდა… მაქვს ბეჭედი და გულსაბნევი, რომლებსაც არასდროს გავყიდი. სამკაულს რომ შევქმნი, სანამ არ გასხვისდება, აუცილებლად მე უნდა გავიკეთო, თუნდაც ერთი დღე…
დარწმუნებული ვარ, მამა დუტას რომ მოსწრებოდა, ძალიან მოეწონებოდა. ძალიან კომუნიკაბელური იყო. ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა. დარწმუნებული ვარ, საერთო ენას გამონახავდნენ“, – აღნიშნავს მარინა ნაცვლიშვილი ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.
