LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ოცნების აივანი: აივნის მოწყობის რამდენიმე ვარიანტი

2128

ზაფხულში, როცა განსაკუთრებით აქტუალურია გარუჯვა და სუფთა ჰაერზე დასვენება, ბევრს კი, ქალაქიდან გასვლის საშუალება არ აქვს, ერთადერთი გამოსავალი საკუთარი ბინის აივნის განახლებაა, მითუმეტეს, რომ სულ ცოტა ფანტაზიაც საკმარისია, რათა ნებისმიერი აივანი აქციოთ ნამდვილ ტროპიკულ სამოთხედ.  

 

* მინიატურული ბარი – თუ გაგიმართლათ და აივნიდან არა მეზობელ კორპუსს, არამედ მშვენიერ პეიზაჟს ხედავთ, თამამად შეგიძლიათ დადგათ აივანზე პატარა მაგიდა ან მოაწყოთ მინიატურული ბარი, რომელიც განსაკუთრებით სამზარეულოს აივანს მოუხდება. მაგიდის გაკეთება ნებისმიერი მასალით შეიძლება, მთავარია გამძლე იყოს და წყლის ამტანი.   

* ჰამაკი – მედიტაციის და მშვიდ გარემოში დასვენების მოყვარულებს ჰამაკში შეუძლიათ ნებივრობა. დაკიდეთ ჰამაკი აივანზე, მოიმარაგეთ ხილი, გამაგრილებელი სასმელი და დატკბით ცხოვრებით!

 

* მცენარეები – თუ აივანი ზედმეტად ცხელი და მზიანია, შეგიძლიათ ვაზი, სურო ან სხვა ხვიარა მცენარე მოაშენოთ. მართალია, ნებისმიერი მცენარის გაზრდას დრო სჭირდება, მაგრამ ცოტა მოითმინეთ და საკუთარი ხელით შექმნილი ორანჟერია მართლაც გაგახარებთ, მითუმეტეს რომ “ბუნებრივი ფარდა” მზისგანაც დაგიცავთ და სიგრილესაც შეინარჩუნებს.  

* სავარძელი და წიგნები – ზაფხულის გრილ საღამოს განსაკუთრებით სასიამოვნოა აივანზე რბილ სავარძელში კომფორტულად მოწყობა და საინტერესო წიგნის წაკითხვა. დადგით აივანზე პატარა წიგნის კარადა, სავარძელი, პატარა პუფი ან შედარებით დიდი ზომის ბალიშები და ისიამოვნეთ შვებულებით!

* კაბინეტი – საიდუმლო არაა, რომ საუკეთესო სამსახური – კარგად ანაზღაურებადი ჰობია. თუ სახლში მუშაობის საშუალება გაქვთ, მოიწყვეთ კაბინეტი აივანზე, რადან სუფთა ჰაერი შრომისუნარიანობასაც ზრდის და განწყობასაც საგრძნობლად აუმჯობესებს. თუმცა, გაუფრთხილდით ტექნიკას და ავეჯს, რომელიც თქვენს არყოფნაში თავისუფლად შეიძლება დააზიანოს როგორც სიცხემ, ისე ძლიერმა წვიმამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g