LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ორი ძაღლი დაიღუპა, ბებიაჩემი გალია და ჩემი საყვარელი ქალაქი მარიუპოლი“ – უკრაინელმა მომღერალმა 9 წლის ბიჭუნას, რომელიც მარიუპოლში ჩარჩა და ომის ტრაგედიას დღიურში აღწერდა, სახლი უყიდა

277
იგორი მარიუპოლიდან

„ჩემი ორი ძაღლი დაიღუპა, ბებიაჩემი გალია და ჩემი საყვარელი ქალაქი მარიუპოლი“, – უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლელი 9 წლის იგორ კრავცოვის დღიურის ეს მტკივნეული სტრიქონები არა მხოლოდ უკრაინულ, არამედ მსოფლიო მედიაშიც გავრცელდა.

მარიუპოლში, დაბომბვის ქვეშ, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე, იეგორმა, დედამისმა და მისმა დამ ასი დღე გაატარეს. საკუთარ დღიურში იგორი ბავშვურად აღწერს ქალაქის დაბომბვას, ხატავს ვერტმფრენებს, დანგრეულ სახლებს, სისხლიან ადამიანებს და მის დაღუპულ ძაღლებს ანგელოზის ფრთებით. ის წერს, რომ ბაბუა გარდაიცვალა, თავად კი დედასთან და დასთან ერთად დაჭრეს:

„ზურგზე ჭრილობა მაქვს, კანი გამოგლეჯილი, დას „დისექცია“ აქვს თავზე, დედაჩემს ჭრილობა მკლავზე, ფეხზე კი ტყვიის ხვრელი. მე 8 წლის ვარ , ჩემი და 15-ის, დედა კი 38-ის…“, – წერს ბიჭი ჩანაწერებში და ამავდრიოულად დადებით ამბებსაც ყვება.

წერს, რომ ჰყავს შეყვარებული ვიკა, მას ჰყავს კარგი მშობლები და მალე დაბადების დღე აქვს.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა მომღერალმა ტინა კეროლმა 8 წლის იგორს და მის ოჯახს სახლი მას შემდეგ უყიდა, რაც მედიამ დღიურები გაავრცელა, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ ბლოკირებულ მარიუპოლში ჩარჩენილი ბიჭი საკუთარ განცდებს ყოველდღიურად ინიშნავდა, ყველაზე მძიმე სცენებს კი ხატავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g