LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პირადი საოცრება ხარ, მანანჩიკო, არასოდეს ყოფილხარ ყალბი! არავისზე გისაუბრია ზურგს უკან! მადლობა საქართველოზე ზრუნვისთვის! რამდენი ვიბრძოლეთ ერთმანეთისთვის! როგორ მენატრები“ – განო მელითაური

506
მანანა მენაბდე

ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიდი ხელოვანი უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.

მანანა მენაბდის დისშვილი, განო მელითაური მუსიკოსს სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობება და წერს:

„ჩემი პირადი საოცრება ხარ, მანანჩიკო,

ყველაზე ღირსეული, ადამიანური წესიერი! კეთილი! სწორი! არასოდეს გითამაშია საკუთარი თავი! არასოდეს შეგშინებია მეგობრების მხარდაჭერა! არასოდეს დაგვიწყებია მადლობა! არასოდეს ყოფილხარ ყალბი! არავისზე გისაუბრია ზ უ რ გ ს უ კ ა ნ! ა რ ა ს ო დ ე ს მჯდარხარ 2 სკამზე!

განო მელითაური: „ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს“

გადაჰყევი იმათ მონაგარს, ვინც მართლა ღირსეული იყო და როცა ჩაისვარეს, ყველას შეუნდე! მაგალითი იყავი, ხარ და დარჩები ღირსების საქართველოსი! მოკაშკაშე ვარსკვლავი ხარ ამ ქვეყნის!

მადლობა ზრუნვისთვის!

მადლობა საქართველოზე ზრუნვისთვის!

მადლობა ყველაფრისთვის!

ჩემო სანუკვარო! რამდენი ვიბრძოლეთ ერთმანეთისთვის! რამდენი პირობა მივეცით! როგორ მენატრები“, – წერს განო მელითაური სოციალური ქსელში.

ცნობისთვის, მუსიკოსი, რეჟისორი და ხელოვანი მანანა მენაბდე უკანასკნელ გზაზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან გავაცილეთ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

მანანა მენაბდე მახათას მთაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

„დღეს მანანას უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ…“ – ანრი ჯოხაძემ მანანა მენაბდის ხსოვნას სიმღერა სცენიდან მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g