გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე აქვეყნებს.
„თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, ტობა ვარჩხილი, სვანეთი… ჩემი საიმედო ტურის ყველაზე საიმედო მეგობრები… რა უნდა ვთქვა გული მეგლიჯება“, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.
შეგახსენებთ, 29 ივლისს გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. თავდაპირველად, 2 პირი პარაპლანით კლდეს შეეჯახა, დაშავებულების დასახმარებლად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი და ასევე ტურისტი, რომელიც პარაპლანით დაეშვა.
გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია
პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ პირს ტვინის შერყევა და ფეხზე დაზიანება აღენიშნება