LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი სახელია მეწყინა. 20 კილომეტრი წავედი ფეხით, რომ ივანიშვილისთვის ხმა მიმეცა” – 84 წლის მთიელი ქალი

1406
dtgnnb

84 წლის მეწყინა ქავთარაძე, ხორხის ხეობიდან ამბობს, რომ მთა გაღარიბდა და ბარიც, პენსიონერები კი ლუკმას ნაგვის ურნებში ეძებენ. პენსიონერი მთიელი მოხუცი წუხს იმის გამო, რომ სოფელში მოსახლეობამ იკლო და ხალხი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, მაშინ, როცა მისი აზრით საქართველოშივე შეიძლებოდა მათი დასაქმება. მთიელი ქალი ყვება, როგორი ნოყიერია ქართული მიწა და აქ მოყვანილი საკვების სარგებლობაზე საუბრობს. მეწყინა ქავთარაძე მოუწოდებს უცხო ქვეყნებში წასულ ქართველობას დაბრუნდნენ სამშობლოში და აქ იმუშაონ, რადგან ქვეყნის აღმშენებლობის საჭიროებას ის სწორედ ამაში ხედავს.

მთიელი მოხუცი სახსრების ტკივილს უჩივის, თუმცა  ამბობს, რომ მან ანანურამდე 20 კილომენტი ფეხით გაიარა ბიძინა ივანიშვილის ხმის მისაცემად.

“ეს მუხლები მიწამ შეჭამოს და ეს მზე ხვალ არ დამენახოს თუ მართალს არ ვამბობდე. ანანურამდე 20 კილომეტრია და ეს გზა ფეხით გავიარე, რომ ივანიშვილისთვის ხმა მიმეცა. მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ საზღვარგარეთიდან სოფელში ხალხი დაბრუნდნენ. აქ უნდა იყოს იმისი პირობები”, – უყვება მეწყინა ქავთარაძე “მთის ამბებს”.

„ვინა სთქვა თითქოს ადვილი იყოს“ – დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა

რაც შეეხება 84 წლის ქალის უცნაურ სახელს, ამბობს, რომ ის ოჯახში მე-4 ქალიშვილია და მისი დაბადება არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მთელ ხეობას ეწყინა, ამიტომაც მამამ დაარქვა  ეს სახელი. მთის ქალს ძალ-ღონე ჯერ კიდევ არ გამოლევია. ამბობს, რომ რამდენიმე კილომეტრიდან საკვები პროდუქტები მხრებით ამოაქვს მთაში. ის წუხს იმაზე, რომ თბილისში ინჟინრები და პროკურორები “წიგნებიდან ვერ ამოიღებენ”  მოსავალს, ამიტომ მთა უნდა იყოს შემოსავლიანი, რომ ქალაქის გამოკვება შეძლოს.

 

 

https://www.facebook.com/mtisambebi/videos/2245279612436237/UzpfSTEwMDAwNzQzOTI1MDg5NToyNTA5NTUzMjk1OTY5Mjg4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g