LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი სახელიც მიწერილია და მილოცავს დაბადების დღეს – ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საჩუქარი გამოუგზავნა

333
ნონა გაფრინდაშვილი

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონსა და საჭადრაკო ოლიმიპიადის თერთმეტგზის გამარჯვებულ ნონა გაფრინდაშვილს ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა.

საჩუქარი გაფრინდაშვილს დღეს ფიდეს ვიცე პრეზიდენტმა გადასცა.

„ძალიან მოულოდნელი იყო. მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია… ჩემი სახელიც მიწერილია და მილოცავს დაბადების დღეს ლეო მესი. ჩემი პრიზების მუზეუმში ამას თავისი ადგილი ექნება“, – აცხადებს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ნონა გაფრინდაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g