„ძალიან სერიოზულ რისკ-ჯგუფში ვყვები, ერთი 72 წლის ვარ და მეორე, ეს არ არის სალაპარაკო, მაქვს თანმხლები ქრონიკული სერიოზული დაავადება, რომელიც ასევე დამატებითი რისკ ფაქტორია, ჩემი სამუშაო კაბინეტი არის ბოქსირებულ განყოფილებაში,“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
“ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ყველაზე საშიში ინფექციებით ავადმყოფები. ამ დროს, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა კორპუსში. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის. როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ დაკავშირებულია სიცოხლის რისკთან,”- თქვა მან.
ექიმების ოჯახში გაზრდილმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მედიცინა ბავშვობიდან აინტერესებდა.
„ძალიან მიტაცებდა მწვავე სიუჟეტიანი წიგნები,ნოველები, მოთხრობები მედიცინაზე. მახსოვს ერთხელ მამამ მოიტანა წიგნი დრამატული მედიცინა, სადაც მოთხრობილი იყო შავი ჭირის პანდემიის შესახებ…აქედან ჩამომიყალიბდა ინტერესი საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ.“
რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, ცერცვაძემ აღნიშნა, რომ აზრსმოკლებულია ის, რომ იდეალურ მდგომარეობის შენარჩუნება მოხდება, ვინაიდან უკვე შიდა გავრცელებასთან გვაქვს საქმე, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ შემთხვევათა რაოდენობის ზრდის პირობებშიც ეპიდემია არ მიაღწევს იმ მასშტაბებს, როგორიც ევროპაშია.
„ის არ არის სასიკვდილო. ეს დაავადება ჩვეულებრივ მძიმედ მიდის ასაკოვნებში და იმ პაციენტებში, ვისაც რაიმე სხვა ქრონიკული დაავადება აქვს.”-აღნიშნა ცერცვაძემ
https://www.facebook.com/TVFormula/videos/559572941340556/