93 წლის ასაკში გარდაიცვალა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი, ვახტანგ სალუქვაძე.
ვახტანგ სალუქვაძე შვილის, ნინო სალუქვაძის პირადი მწვრთნელი იყო. სწორედ მისი ძალისხმევით ნინო სალუქვაძე 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ სასროლეთზე საკუთარ ძალებს უკვე მეათედ მოსინჯავს.
„ჩემი საყვარელი და უპატიოსნესი, უკეთილშობილესი მამიკო აღარ მყავს, უფლის მადლიერმა დატოვა ეს ქვეყანა”, – დაწერა ნინო სალუქვაძემ.
ვახტანგ სალუქვაძე იყო სსრკ ჩემპიონი პირად პირველობაში (1967) და ხუთგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1962, 66, 68, 70, 72), სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი პირად ასპარეზობაში, II და IV სპარტაკიადების მესამე პრიზიორი გუნდურში (1959, 67). ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის მამა და მწვრთნელი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი.
ჩემი საყვარელი და უპატიოსნესი , უკეთილშობილესი მამიკო აღარ მყავს, უფლის მადლიერმა დატოვა ეს ქვეყანა
Posted by Nino Salukvadze on კვირა, 03 მარტი, 2024