LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი საყვარელი სიმღერაა, თითქოს ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა” – მანანა კიკილაშვილი და ოთარ მაღრაძე სტუმრად ,,არ დაიდარდოში”

19
mananakikilashvilishowdueti

რადიო ,,არ დაიდარდოს გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად   ორი უნიჭიერესი ადამიანი სტუმრობდა. ჯაზის მუსიკოსი,  პიანისტი ოთარ მაღრაძე და  მომღერალი, ყველასათვის ცნობილი ქალბატონი,  მანანა კიკილაშვილი სიმღერის პრემიერით ,,ქარი კვლავ არხევს”,  რომლის ახლებურ ვერსიაზე ზურა მახნიაშვილმა იმუშავა.

პანდემიამ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს დიდი დრო მისცა სამუშაოდ, თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

მანანა კიკილაშვილი:

დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიყვარს თქვენთან სტუმრობდა. COVID რეგულაციებიდან გამომდინარე ხშირი სტუმარი ვეღარ ვარ, თუმცა ვცდილობ უფრო აქტიური გავხდე.  დღეს შემოგთავაზებთ სიმღერას ”ქარი კვლავ არხევს”, რომელიც პანდემიამდე ჩაიწერა. ასევე დაგეგმილი მაქვს რამდენიმე სიმღერის ჩაწერა, მიმდინარეობს მოლაპარაკება, ამიტომ ამ ეტაპზე  დაანონსებისგან თავს შევიკავებ.  ძალიან დიდი დრო მქონდა სახლში იმისთვის, რომ  საკუთარ თავზე მემუშავა.

მსმენელისგან განსაკუთრებული სიყვარული რომელ სიმღერაზე მოდის?

,,თეთრ კლავიშებს” დიდი მოწონება აქვს, ჩემი საყვარელი სიმღერაა, თითქოს ჩემს სავიზიტო ბარათად იქცა. ბევრ ჟანრში ვცადე მისი შესრულება, ოთართან ერთადაც ვიმღერე ახლახანს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში.

ზაფხულში ხომ არ გეგმავთ რაიმე საინტერესოს?

ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება,  მხოლოდ მუშაობის პროცესში ვარ. ოპტიმისტი ადამიანი ვარ და სულ მინდა კარგის მოლოდინში ვიყო. ვგეგმავ ჩემივე ძველი სიმღერის ახლებური ვერსიის გაკეთებას, ამაზე შემდეგი სტუმრობისას ვისაუბროთ.

დღეს რომელ სიმღერას შემოგვთავაზებთ ცოცხალი შესრულებით?

გავაკეთეთ ძალიან ცნობილი სიმღერების პოპური, რომელიც შედგება გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძისა და ივიკო საყვარელიძის სიმღერებისგან. დღეს პირველად შესრულდება სპეციალურად თქვენთვის.

და ბოლოს სიმღერა  ”ქარი კვლავ არხევს”..

დღევანდელი სიმღერა, როგორც აღვნიშნე პანდემიამდე ჩაიწერა. არის ძალიან ცნობილი სიმღერა, რომელიც ყველას უყვარს და ყველა მღერის. არის ჩემეული ვერსია, იმუშავა ზურა მახნიაშვილმა, ჩაიწერა მისსავე სტუდიაში. მუსიკა ეკუთვნის დავით თორაძეს, ტექსტი კი პეტრე გრუზინსკის. იმედია ახლებური ვერსია მოგეწონებათ და შეიყვარებთ.

 

მანანა კიკილაშვილი ~ ქარი კვლავ არხევს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მანანა კიკილაშვილი & ოთარ მაღრაძე – პოპური. Live

 

მანანა კიკილაშვილი . ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები