საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის “ღამის შოუ პირველზე” წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ სეზონის ბოლო გადაცემის დაწყებამდე პირველი არხის ეთერში ტელემაყურებელს მიმართა.
როგორც მან თქვა, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი უერთდება სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან პროტესტს და აღშფოთებას გამოხატავს იმაზე, რა ფორმითაც აქცია დაშალეს.
“მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავა საღამოს აქციის დაშლა. მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან.
დღეს “ღამის შოუ პირველზეს” სეზონის ბოლო გადაცემაა. შესაბამისად, მე ეთერიდან გემშვიდობებით. აქვე, მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კანპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში”. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში,” – მიმართა მაყურებელს გადაცემის წამყვანმა.