აზოვის ბატალიონის მებრძოლის ოჯახის წევრი თურქეთის პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, მისი შვილის დაბრუნებაში დაეხმაროს.
„მინდა გითხრათ დილა მშვიდობისა, მაგრამ ამას უკვე დიდი ხანია აღარ ვამბობ. ჩემი შვილი ახლა იმ ჯოჯოხეთშია, „აზოვსტალში“. უბრალოდ ის ადამიანები იბრძვიან.
ყველას ესმის, რომ ომია, რაც აზოვსტალში ხდება, ომი არაა. ეს სასაკლაოა. ვითხოვთ, ჩვენი ოჯახის წევრების გამოყვანას. გვჭირდება გმირი, რომელსაც ექნება პოლიტიკური გამბედაობა, რომ ეს პროცედურა განახორციელოს.
პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ და გეოგრაფიულად, ასეთი ქვეყანა შეიძლება იყოს თურქეთი და ასეთი გმირი შეიძლება იყოს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
მივმართავ მას, როგორც კაცი კაცს, როგორც მამა მამას, გთხოვთ, დამიბრუნეთ ჩემი შვილი“.