LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი ნიკუშა რამდენიმე თვე კურიერად მუშაობდა, დედამისს და ბებიამისს, გიულის გული უსკდებოდათ…“ – რა გაიხსენა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას

579
მიხეილ სააკაშვილი

„ერთი წა­მი­თაც არ დავ­კარ­გავ ბრძო­ლის ჟინს, სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას, სა­ნამ აზ­როვ­ნე­ბა შე­მიძ­ლია და სა­ნამ კი­დევ სი­ცო­ცხლის ნი­შა­ნი შემ­რჩე­ნია, იმი­ტომ, რომ წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, წყდე­ბა უკ­რა­ი­ნის ბედი“, – ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა კლინიკა „ვი­ვა­მე­დი­დან“ დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვის დროს აღ­ნიშ­ნა, მათ ექ­ნე­ბათ ტრამ­პის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა, რად­გან „ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს არი­ან“:

მიხეილ სააკაშვილი: თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია ქუჩის აქციების მასშტაბი გავზარდოთ

„მე ვარ ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ჩემ შვი­ლებს, მე ვარ ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ჩემ სახ­ლს, მე ვარ ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­საც და უკ­რა­ი­ნა­საც, მაგ­რამ მე ერთი წა­მი­თაც არ დავ­კარ­გავ ბრძო­ლის ჟინს, სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას, სა­ნამ აზ­როვ­ნე­ბა შე­მიძ­ლია და სა­ნამ კი­დევ სი­ცო­ცხლის ნი­შა­ნი შემ­რჩე­ნია იმი­ტომ, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი წყდე­ბა, წყდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბედი, წყდე­ბა უკ­რა­ი­ნის ბედი, წყდე­ბა ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის და წყდე­ბა ჩვე­ნი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის ბედი.

აფხა­ზებ­მა შე­ა­ჩე­რეს რუ­სე­ბის ჩა­სახ­ლე­ბა თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ამ დროს, ჩემი შვი­ლი ნი­კუ­შა, რო­მელ­მაც ზა­ფხულ­ში ფე­ხით მო­ი­ა­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მიყ­ვე­ბო­და, რომ შეკ­ვე­თილ­ში თავი ვე­ღარ იგ­რძნო სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ, რომ რუ­სუ­ლი არ იცის. ია­პო­ნუ­რი კი ის­წავ­ლა, მაგ­რამ რუ­სუ­ლი არ იცის და ქარ­თუ­ლად არა­ვინ და­ე­ლა­პა­რა­კა.

„ჩემი შვილი ნიკუშა რამდენიმე თვე კურიერად მუშაობდა, დედამისს და ბებიამისს, გიულის გული უსკდებოდათ…“ – რა გაიხსენა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას

„მე ვარ ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ჩემ შვი­ლებს, მე ვარ ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ჩემ სახ­ლს, მე ვარ ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­საც და უკ­რა­ი­ნა­საც, მაგ­რამ მე ერთი წა­მი­თაც არ დავ­კარ­გავ ბრძო­ლის ჟინს, სა­ნამ პირ­ში სული მიდ­გას“.

მერე კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე თვე, გული უს­კდე­ბო­და ბე­ბი­ა­მის და დე­და­მისს და მიყ­ვე­ბო­და, თუ რამ­დე­ნი რუ­სია ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი აქ. ჩვენ უბ­რა­ლოდ კი არ ვკარ­გავთ სა­ქარ­თვე­ლოს, მალე ქარ­თვე­ლი რო­გორც ერი გაქ­რე­ბა. ამი­ტომ ერ­თი­ა­ნო­ბაა სა­ჭი­რო“, – გა­ნა­ცხა­და ექსპრეზიდენტმა.

ამავე კონ­ტექ­სტში სააკაშვილმა აღ­ნიშ­ნა, რომ „რაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მომ­ხდა­რა, დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში, ქარ­თვე­ლი, რო­გორც ერი გაქ­რე­ბა. მე­ო­რე და მე­სა­მე თა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბი აღარ იყ­ვნენ უკვე“: ამი­ტომ, მისი აზრით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თი­ა­ნო­ბა.

„ამი­ტომ ერ­თი­ა­ნო­ბა, ერ­თობ­ლი­ვი სრუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა – სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის, ახალ­გაზ­რდო­ბის, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ვი­საც მარ­თლაც სამ­შობ­ლო უყ­ვარს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ბრა­ზის და ბოღ­მის გვერ­დზე გა­და­დე­ბა [მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია] და ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ხერ­ხე­ბუ­ლია და ასეც არის.

„გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა, ცოტა კიდევ გაუძელით ჩემო გაუტეხელო თანამებრძოლებო და გავალთ სამშვიდობოზე“ – მიხეილ სააკაშვილი

ახლა, მთა­ვა­რია ცოტა კი­დევ მეტი გამ­ბე­და­ო­ბა, კი­დევ მეტი მი­წო­ლა, კი­დევ მეტი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ჩვე­ნე­ბა და მე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უცხო­ე­თის მხარ­და­ჭე­რაც გვექ­ნე­ბა სწო­რედ ამ პი­რო­ბებ­ში. ტრამ­პის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა გვექ­ნე­ბა სწო­რედ ამ პი­რო­ბებ­ში.

მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ იმ ხალს, ვინც ახლა მო­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ამე­რი­კა­ში და ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს არი­ან და იქ­ნე­ბი­ან, რო­დე­საც შენ თვი­თონ გაქვს ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის თავი, თუ არა და ორ წუთ­ში მო­გი­შო­რე­ბენ. ამი­ტომ ახლა, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ ვიბ­რძო­ლოთ“. – გა­ნა­ცხა­და მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g