LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილი შეამოწმონ სიცრუის დეტექტორზე, ტუილის შემთხვევაში მიუსაჯონ სამუდამო” – დაკავებული არასრულწლოვანის მამა გამოძიებას არ ენდობა

145
BeFunky-collage (66)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და საქმეში მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით, პროკურატურამ ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა ჩამოართვა.

თამაზ ხომასურიძე მოითხოვს მისი შვილი სიცრუის დეტექტორზე შემოწმდეს. მისივე თქმით, ერთი ტყუილის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი მზად არის შეეგუოს შვილის სამუდამო პატიმრობას.

“საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ პროკურატურა მალავს საქმის მასალება, ამიტომ დაადებინეს ადვოკატებს გაუთქმელობის პირობა. არ ვენდობი გამოძიებას. ვითხოვ ჩემი შვილი შეამოწმონ სიცრუის დეტექტორზე და ერთი ტყუილის შემტხვევასი მიუსაჯონ სამუდამო. ასევე ვითხოვ შემოწმდეს ამირხანასვილიც. მან უკვე რამდენჯერ შეცვალა ჩვენება. ყველა ხარჯებს მე დავფარავ ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე” – აცხადებს დაკავებული არასრულწლოვანი მშობელი.

შეგახსენებთ, რომ  გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული „ტოიოტა ქამრში“ მყოფი 5 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, სადაც საქმეზე ბრალდებულთა წინა სასამართლო სხდომის თარიღი ჩაინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g