6 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მიშა ზაქარიაშვილი ესტუმრა. გადაცემაში სიმღერის „არ შეგეშალოს“ პრემიერა შედგა.
მიშა, ვისაუბროთ სიმღერაზე „არ შეგეშალოს“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს ძველი სიმღერაა, მაგრამ აქამდე არსად გამომიტანია. მურმან ლებანიძის ძალიან კარგი და ლამაზი ლექსია. სიმღერა ნუკრი რუხაძესთან ჩაიწერა.
რა სიხშირით წერ ხოლმე სიმღერებს?
ყოველდღე სიმღერის დაწერა არ შემიძლია, წელიწადში 2-3 გამომდის. სიმღერა თავისით უნდა მოვიდეს… როცა ასე წერ, უფრო ახლოს არის ხალხთან. ჩემი სიმღერები რომ ჩამოთვალო, ხალხმა ყველა იცის, რადგან გულზე ხვდებათ, რადგან ნამდვილია, რადგან მათ ეკუთვნით ეს სიმღერები. „იასამანზე“ მეუბნებიან ხოლმე, გიყვარდა ვიღაც და იმას დაუწერეო. არავინ მყვარებია, ეგ რომ დავწერე.
თქვენს შემოქმედებაში ძალიან გამორჩეული და მსმენელისთვის საყვარელი სიმღერაა „მზეო თიბათვისა“…
ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი სიმღერაა. ამ სიმღერამ ორი გრანპრი აიღო ერთი ესპანეთში და მეორე სტამბოლში აიღო ლიკა დოლიძემ. ვთვლი, რომ ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი კარგი სიმღერაა.
ძირითადად რომელ სტუდიასთან თანამშრომლობ ხოლმე?
ბოლო პერიოდში ზაზა გოჩიტაშვილთან, ისე ირაკლი მენთეშაშვილთან. მეც ვისწავლე არანჟირების გაკეთება და „მე და შენ, ანუ შენ და მე“ მე გავაკეთე.
მიშა ზაქარიაშვილი – არ შეგეშალოს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა ზაქარიაშვილი. ვიდეო კოლაჟი