14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდას, მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს და დას ემოციურად მიმართავს.
„ყველაზე ბედნიერი 22 წელი გავატარე შენთან ერთად.. 25 წლის მერე, ისევ ისეთი ბედნიერი, ლაღი, როგორც მანამდე, შენც და ყველამ იცის, რომ ვეღარ ვიქნები..
ამის შემდეგ ჩემს და შენს დაბადების დღეს, გპირდები, ერთად შევხვდებით ღამით 12-ზე, წვიმაში, თოვლშიც და ყველანაირი ამინდის მიუხედავად. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს შენ წინაშე მეგიკუნა…
მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და ჩემი სულის ნაწილი თან გამოგყვა, იცოდე!“ – წერს ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში.
ყველაზე ბედნიერი 22 წელი გავატარე შენთან ერთად.. ❤️🩹 25 წლის მერე ისევ ისეთი ბედნიერი, ლაღი, როგორც მანამდე, შენც და…
Posted by Nazi Jaiani on კვირა, 20 ივლისი, 2025
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.