LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი?“ – მზია ამაღლობელი

304
მოსამართლე ნინო სახელაშვილი და მზია ამაღლობელი

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” ერთ-ერთ დამფუძნებლის, ჟურნალისტ – მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს განაჩენი 4 აგვისტოს გამოცხადდება.

„ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მანამდე, მან მოსამართლეს მიმართა, მისი საბოლოო სიტყვისთვის ცალკე პროცესი ჩაინიშნოს იმისთვის, რომ ძალების აღდგენა მოახერხოს.

მოსამართლემ აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა და მზია ამაღლობელი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართავს.

„დღეს მარტო ერთ კითხვას დავსვამ. ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა. რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც კობახიძე საუბრობს. მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ირაკლი დგებუაძე: „მზია ამაღლობელის დაკავებამდე ამ ადამიანის პროფესიის შესახებ წარმოდგენა არ მქონდა. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა ვინმეს იმის უფლებას აძლევდეს, პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას – მე განვიცადე ტკივილი“

ინფორმაციისთვის, მზია ამაღლობელს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის მიმართ სამოქალაქო დავას იწყებს

საია: „მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა“

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს.

გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

მზია ამაღლობელის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ:

გრიგოლ ბესელია: „შევესწარი, რომ მზია ამაღლობელი მიდიოდა სტიკერის დასაკრავად, მეგობრები ეუბნებოდნენ არ გაეკრა სტიკერი შენობაზე, აქციის წევრებიც ეძახდნენ: „არ ქნა“, თუმცა მაინც მიაკრა“

ნონა ქურდოვანიძე: „მზია ამაღლობელს ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძვრეს – მის მიმართ უსამართლობები ამით არ დაასრულეს და ახლა იმავე ქმედებისათვის ახალი მუხლით უპირებენ დაჯარიმებას“

„ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის!“ – მზია ამაღლობელი გამომძიებელს

მაია მწარიაშვილი: „ამ საქმეში ბრალდების მტკიცებულებები ნულს ქვევითაა, მზია არის უდანაშაულო! – ვისაც საღი აზრი და გონება გააჩნია, ამაში ბევრი მტკიცების გარეშეც დარწმუნდება“

„პატიმრობისას გამიძლიერდა გრძნობა, რომ ჟურნალისტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის გავრცელება – მოვუწოდებ ბიზნესს, აიღოს პასუხისმგებლობა კრიტიკული მედიის გადარჩენაზე და მივმართავ ცივილურ სამყაროს, ნუ დაგვტოვებს ავტორიტარულ რეჟიმთან მარტო“ – მზია ამაღლობელი

კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევს

„ეს არის მორიგი უკანონო და რეპრესიული სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს, რომ მზია ამაღლობელს ქართულმა მართლმსაჯულებამ არ მისცა უკანონო პატიმრობის რევიზიის უფლება“ – საია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ადვოკატი თამარ კორძაია მოსამართლეს: „მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ მზია ამაღლობელი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას არ იმსახურებს“

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

ფოტო: „ბათუმელები“/„პუბლიკა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g