ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები. ვიცით, რომ საქართველო ალბათ მიიღებს მესამე კვარტალში 1 მილიონ დოზა „ფაიზერს“ და 1 მილიონ დოზა „ნოვავაქსს“. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნოვავაქსი“ იქნება ერთერთი საუკეთესო მსოფლიოში, რადგან ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული.
„ნოვავაქსი“ ჩემი თვალსაზრით იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ არ დაიწყოთ დაცდა „ნოვავაქსისთვის“, რადგან ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ. იქამდე, უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია.
მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, „ნოვავაქსი“ მოგვისწრებს, უფრო მეტიც, ზოგიერთს, ვინც „ასტრაზენეკათია“ აცრილი, 6 თვე გავა და ხელმეორედ მოუწევთ აცრა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
“ასტრაზნეკას” ვაქცინით კვლავ მხოლოდ 55 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები აიცრებიან: ცერცვაძე