LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას – ადვოკატი

282
viqtoryifiani

ჩვენ საკუთარ თავს ვერ მივცემთ უფლებას, ბრალდებები ისევე ხელაღებით გავისროლოთ ვინმეს მისამართით, როგორც ეს ჩვენი მისამართით ხდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – გარკვეულ გარემოებათა და ფაქტების თანხვედრა ძალიან არაკეთილსასურველი და საეჭვო წაკითხვისა და ვარაუდების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა იმედის ეთერში განაცხადა.

„იქ მედიათავისუფლებაზე იყო საუბარი. მე უფრო მედიათავაშვებულობაზე ვისაუბრებდი საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალების შემყურე. ჩვენი ვარაუდი არის ის, რომ ამ პროცესების ფესვი და ახსნა გაცილებით უფრო ღრმაა და ეს გარკვეულწილად უკავშირდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არ ვუსწრებთ მოვლენებს. ჯერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის საქმისადმი მიდგომის სტილი არის მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნება – ეს სიმშვიდე ჩვენზე, გუნდის წევრებზეც გადმოდის. გარდა ამისა, ვინც ამ ზეწოლის განმახორციელებელი, ავტორი ან ინიციატორია, თითქოს და მან შეცდომა დაუშვა ივანიშვილის ფსიქოტიპაჟის გათვლაში. ჩემი წარმოდგენით, ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს და შეეგუა კიდეც, მაგრამ შეეგუა არა უსამართლობას, არამედ იოლად შეეგუა ამ ზეწოლას. აქედან გამომდინარე, მხოლოდ სამართლებრივი ხერხების გამოყენებით, კანონის ენით, სამართლიანობის მოშველიებით დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოში გავალთ“, – განაცხადა ყიფიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g