LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ ვერ შევძელით დედას შენს ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის…ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა“ – პედიატრი ლალი ჯანაშია ექიმ გიორგი ახობაძეს მიმართავს

829
გიორგი ახობაძეეეე

პედიატრი ლალი ჯანაშია ექიმ გიორგი ახობაძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს და ექიმს ბოდიშს უხდის.

„აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედების აქციის მხარდასაჭერად მოვარდა, დედასთან 2 საათით ვიპოვე შემცვლელიო… ასეთი მეგობარი გვყავს ჩვენ! გვიყვარხარ გიო! როგორ შეიძლება ასე უსამართლოდ მოსწყვეტოდა ეს ბიჭი დედას, იცოდნენ რომ ერთადერთი მომვლელი იყო და მაინც გაწირეს!

დღეს გიორგის დედა გარდაიცვალა…

გიორგი ახობაძე, ჩემი წილი ბოდიში შენ, რომ მეტი ვერაფერი მოვახერხეთ, ვერ შევძელით დედას შენ ხელში დაელია სული, ვერ შევძელით, შენი სითბო გაგეყოლებინა მისთვის… არადა როგორ ბავშვივით უვლიდი, სამსახურიდან სახლში გარბოდი, გარეთ თუ საჭირო იყავი, შემცვლელს პოულობდი და არ გვაკლდებოდი…

ბოდიში გიო, ბოდიში, რომ ასე მოხდა და ამის თავიდან აცილება ვერ შევძელით.

დედას აუცილებლად გავაცილებთ…“ – წერს ლალი ჯანაშია.

„დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით, დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა“ – ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა

„იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია? უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას… დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ“ – რას წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ექიმ გიორგი ახობაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g