დიზაინერი ნანა მელქაძე ჟურნალ „სარკეს“ (13 აგვისტოს ნომერი) უყვება იმ დიდი განსაცდელის შესახებ, რომელიც ახლახან გამოიარა. ამ ამბის მთავარი გმირი მისი მეუღლეა, რომელმაც ის გაკოტრების პირას მიიყვანა:
„მე და ჩემს ქმარს დიდი ხნის ოჯახი გვქონდა და ორივე ერთმანეთს შევციცინებდით თვალებში. ერთ დღეს კი ისეთი განსაცდელი დამატყდა თავს, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ეს იყო ღალატი და დიდი გეგმა ჩემი გაკოტრებისა, მართლა გაკოტრების პირას მიმიყვანა ჩემმა მეუღლემ და მისმა სანათესავომ, საძმაკაცომ.
ღალატის გარდა, კარგად ჩანდა, რის გამო იბრძოდა ის ქალი. გაკოტრებამდე მიზანმიმართულად მიმიყვანეს ერთად. თავი ახლართულ, მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა ბოლო 6 წელი. ყოველდღე ახალ სიურპრიზებს მიწყობდნენ. ახლა კი მიკვირს, ეს ყველაფერი როგორ გადავიტანე.
ახლაც იბრძვიან ჩემი ქონების მისატაცებლად. ბოლო 6 წელში ისეთი ომი გავიარე. ჩემი მეუღლე რომ ნორმალურ ადამიანთან ყოფილიყო, მშვიდად ვიქნებოდი. იმ ქალმა და თავისმა საახლობლომ დასვა ნულზე. არადა, მე და ჩემს ქმარს დასავლეთ საქართველოში რესტორანი გვქონდა და საკმაოდ დიდი შემოსავალიც მოჰქონდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ქალი გაანადგურებდა, კი არ ეყვარებოდა, ეს კი კისერს მოიმტვრევდა და ასეც მოხდა – ორივემ ცუდად დაასრულა ამბავი. ჩემი ყოფილი მეუღლე ამჟამად ციხეშია…“