ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ის ყოველთვის იდგება მისი პოლიტიკური პარტნიორების -მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გვერდით და განსაცდელში არ მიატოვებს.
„ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს, მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ.
ეს ხალხი იძახდა, რომ მოდი, ვიმსჯელოთ, ეს მოდი ვიმსჯელოთ, რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენ ერში. რა გახდა, რომ დავსხდეთ. კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა, ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი.
ახლა კი ვარ ამ პოზიციაზე, ის ხალხი, ვინც არიან ციხეში, არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, მჯერა-არ მჯერა, მორჩა-გათავდა, მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც, რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა“,- განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ყველა დაკავებულ პოლიტიკოსს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
„პირველი იკაცა ოქრუაშვილმა, მოულოდნელი სილაა ააწნა და სხვა გზა არ დაუტოვა. შემდეგ ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, გავარმია, გიორგი ვაშაძე, აბსოლუტურად ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ჩამოვთვალე არცერტთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ამაზე მაღლა უნდა დავდგე და ახლა ხელს ვუწვდი ყველას“,- დასძინა მან.