LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ დედა ყოველთვის ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. ამ სამყაროში დედის სიყვარულზე დიდი სიყვარული არ არსებობს“ – ნუცა ბუზალაძის ემოციური კადრები პარიზიდან

425
Untitled design

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც დედის იუბილეს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აღნიშნავს, „ინსტაგრამზე“ უთბილეს კადრებს გვიზიარებს, რომელმაც დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარებიც დაიმსახურა. 

სხვა და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობის მონახულების პარალელურად, ნუცამ კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და წერს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სურვილია დედა ჰყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი. 

„ამ ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ჩემი დედა ყოველთვის ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყოველთვის.

გთხოვთ, თქვენი დედები ახლოს გყავდეთ 🧡 ჩაეხუტეთ, აკოცეთ, დააფასეთ ყოველი წამი.

ამ სამყაროში დედის სიყვარულზე დიდი სიყვარული არ არსებობს 💫🧡“, – წერს ნუცა ბუზალაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g