LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი 10 წლით უფროსი ძმა 1 წლის ასაკში გარდაიცვალა… მეორე ძმაც გარდაიცვალა, როდესაც 1 წელი შეუსრულდა და მე გავხდი უფროსი შვილი… მე არ ვიცი ეს რა იყო, დიდი ტკივილი განიცადეს მშობლებმა…“ – გურამ ოდიშარია მამასა და ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე

988
გურამ ოდიშარია

„მამაჩემი და დედაჩემი ტრაგედიაგამოვლილი ხალხი იყო“, – ამბობს პოეტი, მწერალი და დრამატურგი, გურამ ოდიშარია გადაცემაში „მამების დრო“.

მწერალი იხსენებს მშობლებს და მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს:

„მამა მკაცრი იყო, დისციპლინირებული, ამას მიმაჩვია მეც. მე უფროსი შვილი ვიყავი. მამაჩემი და დედაჩემი ტრაგედიაგამოვლილი ხალხი იყო. მე მყავდა 10 წლით უფროსი ძმა, რომელიც 1 წლის იყო როცა გარდაიცვალა… მეორე ძმა 5 წლით უფროსი იყო ჩემზე, ისიც გარდაიცვალა, როდესაც ერთი წელი შეუსრულდა… მე არ ვიცი ეს რა იყო, დიდი ტკივილი განიცადეს მშობლებმა… მეორე მსოფლიო ომი რომ მთავრდებოდა მამაჩემი დაჭრეს უკვე მეორედ მძიმედ, ხელჩართულ სანგრის ბრძოლაში მოხვდა, ხიშტი გაუყარეს – გულს ასცდა ოდნავ და დაუზიანა ფილტვი… როცა გამომჯობინდა, თქვეს, რომ მოდი კომისარიატის სისტემაში დაიწყოს მუშაობა და გამოუშვეს აფხაზეთში. 51- ში მე დავიბადე და მე გავხდი უფროსი შვილი. მე მყავს 11 წლით უმცროსი ძმა…“ – იხსენებს გურამ ოდიშარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g