ახლახან ნანა ლორთქიფანიძეს შვილიშვილი შეეძინა. მის ქალიშვილს, მსახიობ ქეთი წიქვაძესა და რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟს ნიკას პირველი საერთო შვილი გაუჩნდათ. პატარა რეზი არველაძის დაბადების შემდეგ მალევე ქეთიმ ფეხი მოიტეხა, ამიტომ ქალბატონი ნანა კიდევ უფრო აქტიურად არის ჩართული მისი ოჯახის საქმეებში. ამ თემებზე ნანა ლორთქიფანიძე „კვირის პალიტრის“ საიტს ესაუბრა.
– რაც კიდევ ერთი შვილიშვილი შეგეძინათ, იმის შემდეგ საქმე მოგემატათ?
– დიახ, რასაკვირველია, საზრუნავი კიდევ დამემატა… კიდევ ორი უფროსი შვილიშვილი მყავს და როგორც ყველა ქალს უწევს ჯაფა – სადილი, ვახშამი, სარეცხი და შემდეგ სამსახური, მეც ასე ვარ.
– უფროსი შვილიშვილები თქვენთან არიან?
– ამჯერად ჩემთან არიან, რადგან ჩემმა ქალიშვილმა ფეხი მოიტეხა. მასთანაც თითქმის ყოველდღე მივდივარ. სამშობიაროდან რომ გამოვიდა, მეორე დღეს ასე დაემართა. უფროსი ბავშვები სკოლაში დადიან, დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასასვლელად გამზადება სჭირდებათ, რასაც მე ვაგვარებ. ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, ჩვენც მაქსიმალურად ვეხმარებით. მეუღლე ძალიან უდგას გვერდით.
– როგორი მამაა ნიკა?
– ნიკა ძალიან ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი მამაა, კარგი მეუღლე. ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ვიცი, რომ ნიკა ყურადღებას არ აკლებს ცოლ-შვილს და ქეთის ძალიან ეხმარება. ბებია-ბაბუაც ძალიან ჩართულები არიან და მოკლედ, ყოველდღიურად ყველანი მაქსიმალურად ვართ პატარა რეზის გაზრდით მოცულნი.
