LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა შვილმა უნდა შეძლოს სიმშვიდით მიღება, რასაც თავის დროზე მე გავუძელი… გთხოვთ, ზედმეტი აქტიურობით, შეფასებებითა და დასკვნებით ნუ გააუფერულებთ იმას, რაც მამა-შვილმა გულწრფელობითა და სითბოთი მოიტანა თქვენამდე“ – ეკატერინე ბაქრაძე საზოგადოებას მიმართავს

599
ეკატერინე ბაქრაძე

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, სიხარულთან ერთად, ფორიაქი და პასუხისმგებლობა ცუნამივით დაგვატეხა თავს მე და ჩემს გიორგის. უნდა გავუძლოთ ამ მძიმე და სასურველ ტვირთს…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში როლიკო ოქროპირიძის უფროსი ვაჟის, გიორგის დედა, ეკატერინე ბაქრაძე წერს და ვრცელ სამადლობელო პოსტში საზოგადოებას თხოვნითაც მიმართავს.

„თენდება ყველაზე თბილი და ტკბილი დილა, ანგელოზი სიცოცხლის სუნთქვას რომ ახარებს დედას… გავა დრო და ეს სიცოცხლე კაცობრიობის ახალი სიცოცხლის დაბადებად და მარადიულ სიცოცხლედ რომ იქცევა და სხვადასხვა სასწაულად დაგვაჯერებს მის ღვთიურ მადლში…

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სასწაული შვილის სახით მომივლინა უფალმა და დედობის მადლით დამაჯილდოვა.

როგორ უკრავს როლიკო ოქროპირიძის უნიჭიერესი შვილი, გიორგი ფორტეპიანოზე – დედის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო

როგორც აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ გიორგი ოქროპირიძე მღერის და ლექსებს კითხულობს, ის ასევე ფორტეპიანოზეც უკრავს.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, სიხარულთან ერთად, ფორიაქი და პასუხისმგებლობა ცუნამივით დაგვატეხა თავს მე და ჩემს გიორგის. უნდა გავუძლოთ ამ მძიმე და სასურველ ტვირთს… ჩემმა შვილმა უნდა შეძლოს სიმშვიდით მიღება, რასაც თავის დროზე მე გავუძელი… თითქოს ისტორია მეორდება – უფრო მეტი ემოციით და გამოცდით…

ვიდეო: „დროს ვიხელთებ და ასეთი კარგი შვილის გაზრდისთვის დედამისს მადლობას გადავუხდი“ – როლანდ ოქროპირიძე გიორგის დედას მიმართავს

უამრავი დამეგობრების თხოვნა მომდის – გულწრფელად აღტაცებული თუ ცნობისმოყვარე, ჩასაფრებული ადამიანების. ვცდილობ, ყურადღების მიღმა არ დავტოვო, მაგრამ ყოველდღე 200 თხოვნა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე ლიმიტს მივუახლოვდები😊😄

მადლობას გიხდით, ვინც ჩემს ბავშვობას იხსენებთ, ვინც ჩემს დედობას ასხამთ ხოტბას, ვინც ჩემს ბიჭს ეფერებით. 🙏ხარების მადლი ფარავდეს თქვენს ოჯახებს.

„5 წლის ასაკში დაიწყო სასწაულების „გამოგონება“… ისეთი ლამაზი, ნამდვილი და სუფთა იყო, ახლაც მეტირება – ეს ვინ გვყავდა, რეალური და ხელშესახები“ – რას წერენ გიორგი ოქროპირიძის დედაზე, მწერალ ეკატერინე ბაქრაძეზე

მინდა ის თხოვნა, რაც ახლახან ინტერვიუში გავაჟღერე, აქაც გავიმეორო: ზედმეტი აქტიურობით, შეფასებებითა და დასკვნებით ნუ გააუფერულებთ იმას, რაც მამა-შვილმა გულწრფელობითა და სითბოთი მოიტანა თქვენამდე.💗

ვიდეო: „ბრავო, უკარგესი ბიჭია და ლექსს მამაზე უკეთესად გრძნობს“ – როლანდ ოქროპირიძის შვილი ლექსს საოცრად კითხულობს

ვიდეო: როლიკო ოქროპირიძის ვაჟი, გიორგი მამასთან პირველ შეხვედრას იხსენებს: „ყველაზე ტკბილი მოგონება მახსოვს, პირველად რომ ვნახე… ვაკეში, ჭავჭავაძეზე შევხვდით ერთმანეთს. ბებიამ ჩამომაცილა ბინიდან… ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი მომენტი, გავექანე და მთასავით კაცი ლამის წავაქციე, ისე ჩავეხუტე…“

ვიდეო: „კარგი მამის, კარგი შვილი…ყველაზე თბილი დუეტი“ – როლანდ ოქროპირიძე შვილთან ერთად ამღერდა

თენდება ყველაზე თბილი და ტკბილი დილა, ანგელოზი სიცოცხლის სუნთქვას რომ ახარებს დედას… გავა დრო და ეს სიცოცხლე…

Posted by ეკატერინე ბაქრაძე on კვირა, 06 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g