LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემო ბიჭუნავ! დიეგო მარადონამ შვილი აღიარა

18

დიეგო მარადონამ უკანონო შვილი 29 წლის შემდეგ აღიარა.
დიეგო-უმცროსი ლეგენდარული ფეხბურთელის ნეაპოლში მოდელთან კავშირის შედეგად გაჩნდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მარადონა-უფროსი უარზე იყო დნმ-ს ტესტი გაეარა, რის გამოც იტალიის სასამართლომ ფეხბურთელი ბიჭის მამადაც აღიარა. ამასთან, მათ ურთიერთობა არასოდეს ქონიათ. ახლა კი შეერთება მოხდა. შეხვედრას დონ დიეგოს 20 წლის ქალიშვილი იანაც ესწრებოდა, რომელსაც მამა მრავალი წელი ასევე არ აღიარებდა. საუზმის შემდეგ ოჯახი ჟურნალისტებთან გავიდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან შვილთან ვარ. ეს იანასთან შეხვედრის შემდეგ გავაკეთე. მე მიყვარს ჩემი ბიჭი, ის ძალიან მგავს“, – განაცხადა თვალებზე ცრემლმომდგარმა მარადონამ.

„მამის ჩახუტება – მსოფლიოში ყველაზე მაგარი გრძნობაა. ჩემი ოცნებაა – ერთ მშვენიერ დღეს ყველა და-ძმა ერთ მაგიდასთან შევიკრიბოთ და ერთი ოჯახი ვიყოთ“, – თქვა უმცროსმა დიეგომ.

იანას და დიეგოს გარდა მარადონას კიდევ სამი შვილი ყავს: ორი გოგო (29 და 27 წლის) და 3 წლის ბიჭუნა.

ერთი კუბელი და ერთიც არგენტინელი ქალი სასამართლოში იმისთვის იბრძვიან, რომ მარადონას შვილების დედად აღიარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები