LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემო მიშა, ჩემო ძმაო, შენ ცოცხალი გვჭირდები: ბარამიძე

104
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი გიორგი ბარამიძე ყოფილ პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც ბარამიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, ქვეყანას მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი სჭირდება, ხოლო მისი სიკვდილი ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ პუტინს სურს:

“ჩემო მიშა, ჩემო ძმაო, შენ ცოცხალი გვჭირდები. მხოლოდ პუტინს და ივანიშვილს უნდათ, რომ მოკვდე. შენ არ უნდა მოკვდე მტრის ჯინაზე. შენმა ბრძოლამ და თავგანწირვამ ყველა განაცვიფრა, ვისაც გული და გონი აქვს. შეუძლებელია, რომ ადამიანურად ეს არ განეცადათ და ამ ვაჟკაცობას არ აფასებდნენ. შენ გვიჭირდები ცოცხალი, ამიტომ უნდა შეწყვიტო შიმშილობა.

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება შენი გათავისუფლება მშვიდობიანი ბრძოლის ყველა მეთოდით, რაც კი აქვს საზოგადოებას, რაც კი არის შესაძლებელი.”  -განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს არსებული რეჟიმის სრულ იზოლაციას და მას ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს:

“მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას, ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები. ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავგანწირვით და თავდადებით. ამ კაცმა ყველას გვანახა როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა.” – განაცხადა ბარამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g