რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა.
დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ჟამისწირვა აღავლინა.
ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა წესის აგება ახლადშესვენებულთა“ აღასრულა.
მარიამ დოხნაძეს სოციალურ ქსელში მომღერალი მარიამ შენგელია ემშვიდობება და წერს:
„ჩემო პრინცესა, მომავალ შეხვედრამდე“.