აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური გიორგი ქუფარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. შესაბამისი მიმართვა მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩემო ქართველებო! ჩემო ერო! სიტუაცია აზოვსტალის გარშემო ძალიან რთული გახდა, პუტინი ნებისმიერ ფასად ცდილობს 9 მაისისთვის მარიუპოლში აზოვსტალის აღებას და დღეს განუწყვეტელ ტოტალურ შეტევას ახორციელებს. ბიჭებს ძალიან უჭირთ.
მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არაა – ხვალ, 17:00 – თურქეთის საელჩოსთან, რადგან, მხოლოდ მათ შეუძლიათ რეალური დახმარება, დებლოკადა და ევაკუაცია – სამოქალაქოების, დაჭრილების. საქართველოში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, გერმანიაში, ამერიკაში მოეწყობა აქცია თხოვნით დახმარებისათვის. გთხოვთ მიხვიდეთ და დაეხმაროთ ჩემს ბიჭებს გადარჩენაში. გამოვიყვანოთ მოქალაქეები და დაჭრილები“, – წერს ქუფარაშვილი.