მარიამ ელიეშვილის დედა იუბილარია. მომღერალი დედას დაბადების დღეს მის ქორწილში გადაღებული ფოტოთი ულოცავს და წერს:
„დე, გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საუკეთესო მეგობარო, გულიანო, ამაგიანო, ყველა როლში განსაკუთრებულო. დიდხანს უნდა გვყავდე შენს საყვარელ ადამიანებს. მიყვარხარ🎉 Happy 55 ♥️“, – წერს მარიამი.
მარიამის დედა სოციალურ ქსელში უამრავ თბილ მადლობას და სურვილებს იღებს.
შეგახსენებთ, მარიამ ელიეშვილი და ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ.
ფოტო, ვიდეო: მარიამ ელიეშვილმა 28 წლის იუბილე ოჯახურ გარემოში აღნიშნა