მომღერალი ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში, ლევან კბილაშვილის მიერ ბავშვობაში დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომლითაც ლევანმა დედას 8 მარტი მიულოცა.
„ახლა რას მისურვებ გენაცვალოს შენ შენი დედიკო ჩემო ჭკვიანო უკვე დიდო და საამაყო კაცო?❤️?“, – წერს მელიტა ფურცელაძე.
„ჩემო საყვარელო დედიკო გილოცავ 8 მარტს! გისურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. მინდა, რომ მრავალი ქალთა დღე მომელოცოს შენთვის. შენი ცელქი ლევანიკო“, – წერია ლევან კბილაშვილის მიერ დაწერილ წერილში, რომელიც ბავშვობაში დედას მისწერა.