ახალგაზრდა ქალი, შორენა ონიანი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
შორენა ონიანის გადასარჩენად ბოლო დღეებში საზოგადოება გაერთიანდა, თუმცა როგორც რადიო „ფორტუნას“ ახალგაზრდა ქალის ახლობელი, ქრისტინე შონია ეუბნება, შორენამ ძალიან ბევრი იწვალა და მისმა გულმა ვეღარ გაუძლო.
„გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა! ნუ გავწირავთ“ – ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
„სჭირდება სისხლის გადასხმა. რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც შეგიძლიათ დახმარება, მიდით თბილისში, იაშვილის კლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი შორენა ონიანის სახელზე“.
ქრისტინე შონიამ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა.
„ჩემო გოგო, ჩემო შორე, რამდენი იბრძოლე, რამდენს გაუძელი, ნუთუ ფუჭი იყო ეგ ყველაფერი, ერთი მოფერება რა იქნებოდა შენი შვილების, სადაა სამართალი ჩემო გოგო როგორ გვატკინე გული, იმიერში განისვენე მშვიდად, ანგელოზად მოევლინე შენს პატარებს“ – წერს ქრისტინე შონია.
ჩემო გოგო, ჩემო შორე, რამდენი იბრძოლე, რამდენს გაუძელი, ნუთუ ფუჭი იყო ეგ ყველაფერი, ერთი მოფერება რა იქნებოდა შენი…
Posted by ქრისტი შონო on პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024