LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო უკიდეგანო მონატრება… გილოცავ შენ დღეს, ჩემო სიამაყე! ნეტა როგორი ხარ ახლა, დეე…“ – ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა ნათია დიაკვნიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

809
ნათია დიაკვნიშვილი

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმში ალექსანდრე მიქელაძე გაუჩინარდა. ალექსანდრეს კვალს დღემდე ვერ მიაკვლიეს.

დღეს, 4 თებერვალს ალექსანდრეს დაბადების დღე აქვს და მისი დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„1️⃣6️⃣❤️🎉🎂

ალექს, დეე, ჩემო უკიდეგანო მონატრება… ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე ❤️ გილოცავ შენ დღეს, ჩემო სიამაყე! ნეტა როგორი ხარ ახლა, დეე… ❤️

რომ იცოდე დეე, როგორ მინდა, დავიძინო და მხოლოდ მაშინ გამეღვიძოს, როცა ისევ 3 ცალს ერთად გიხილავთ… ❤️❤️❤️

უფალს და დედა ღვთისას ვევედრები, რომ დაგიცვან, დაგიფარონ და გაგინათონ, ჩემსკენ სავალი გზა… ❤️❤️❤️“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g