LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემო ზურიკელა! დასრულდა შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ… იმედია მოგწვდა იქ ზეცაში ფინალში, შენს საყვარელ „პაკლონზე“ 4 წუთიანი ოვაციით კინაღამ რომ შეზანზარდა დარბაზი“ – დიმიტრი ხვთისიაშვილი ზურაბ ბერიკაშვილის იუბილესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს

545
დიმიტრი ხვთისიაშვილი

რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურაბ ბერიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

დიმიტრი ხვთისიაშვილი: „ხვალ შენი დაბადების დღეა და შენს თეატრში ალბომს წარვადგენ, შენს 55 წლიან ცხოვრებაზე..პირველი დაბადების დღეა უშენოდ, ბერიკ, ჩემო ძმაო! რა სიგიჟეა ასეთი მოსაწვევის დაბეჭდვა? რას გვერჩოდი? რატომ დაგვაბერე ასე უცებ?“

„ჩემო ზურიკელა! დასრულდა შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ, თუმცა ყველაზე მეტად შენთან ერთად ვიყავით ყველა შენს სათაყვანებელ მარჯანიშვილის თეატრში. იმედია მოგწვდა იქ ზეცაში ფინალში, შენს საყვარელ „პაკლონზე“ 4 წუთიანი ოვაციით კინაღამ რომ შეზანზარდა დარბაზი. ეს 4 წუთი – სცენური 4 წუთია და ვინც ამ პროფესიაში ღრმად არის ჩახედული ძალიან დიდი დროა. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ყველას გვჯეროდა რომ რაც იქ ხდებოდა ყველაფერი მოგწვდა იქ, სადაც ხარ. ასეთი საღამოები შეიძლება აღარ იყოს, თუმცა შენ სულ იქნები, რადგან შენი დავიწყება შეუძლებელია!!!💗💗💗“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

„ერთი წელი გახდა, რაც ამქვეყნიური სამყაროდან იმქვეყნიურისკენ გადადგი ნაბიჯი, შარშან, 28 დეკემბერს მორჩა ყველაფერი..დანარჩენი 9 თვე უკვე ტკივილი იყო…სიკვდილი გააიოლე ბერიკ, თუმცა რამხელა სიცარიელე დატოვე…“ – რეჟისორები ზურა ბერიკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g