მილანის „ინტერი“ 10 ივნისს სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებს „სიტისთან“. მანამდე კი კლუბის დამრტყმელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო მარტო ცხოვრებისთვის და ქორწილს მოაბა თავი. არგენტინელის რჩეულია ავგუსტინა განდოლფო – პოპულარული არგენტინელი მოდელი და ტელევარსკვლავი.
ავგუსტინა 1995 წლის 6 ნოემბერს დაიბადა არგენტინაში. ლაუტარო გოგოს 2018 წელს შეხვდა, ხოლო 2021 წლის 1 თებერვალს მათ ქალიშვილ იშეეძინათ – ნინა.
დღესასწაულზე ლამის მთელი არგენტინის ნაკრები მივიდა, რომლებმაც დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.