LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ახლო გარემოცვაში, სამეგობრო წრე იქნება თუ სანათესავო, ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ უხარიათ ჩემი წარმატება“ – თამთა კვარაცხელია

190
თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრებისეულ გაკვეთილზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ბოლო პერიოდში უარყოფითი ცხოვრებისეული გაკვეთილი რაც მივიღე, არის ის აღმოჩენა, რომ ჩემს ახლო გარემოცვაში სამეგობრო წრე იქნება ეს, თუ სანათესავო, ბევრი ადამიანია, რომლებსაც არ უხარიათ ჩემი წარმატება და გულწრფელად არ შეუძლიათ ჩემი წარმატების გაზიარება. შური და ბოღმა დროთა განმავლობაში აბრმავებს ადამიანებს და სისულელეებს აკეთებინებს. ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება ჩემთვის მტკივნეული იყო.

რაც შეეხება პოზიტიურ გამოცდილებას, საბოლოოდ დავიჯერე, რომ ცხოვრება კანონზომიერია და რომ ადამიანმა რწმენა არასდროს უნდა დაკარგოს. უფლის ნებით, ყველა სიკეთე, რაც კი ოდესმე სხვებისთვის, თუნდაც დაუნახავი ადამიანისთვის გიკეთებია, უკან აუცილებლად დაგიბრუნდება“.

თამთა კვარაცხელიას ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 28 აგვისტოს ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g