კახა გოგიძე მიხეილ ყაველაშვილს წასვლისკენ მოუწოდებს.
მსახიობი პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება, სადაც ამ წუთებში სერიალ ჩცდ-ის მარში მიმდინარეობს.
„ჩემს ცრუ კოლეგას ვეტყვი, რომ წადი სანამ დროა. ჩემი პერსონაჟი ხალხმა შეიყვარა და შენს პერსონაჟს ნამდვილად არ შეიყვარებს ხალხი. ჩემს პერსონაჟამდე ბევრი აკლია. ჩვენ უკან არ დავიხევთ, რადგან ჩვენ უკან ჩვენი სამშობლოა. მაგათ ზურგს უკან კრემლია და მათ უნდა დაიხიონ”, – ამბობს კახა გოგიძე.