LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ინტერვიუს პრეზიდენტი უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა!“ – ბექა ოდიშარიას თქმით, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება დამახინჯებული ფორმით გააშუქეს

140
ბექა ოდიშარია

„დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეი ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, რომელიც, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკიხზე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შემდეგ გაკეთებულ მისსავე განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

საოკუპაციო რეჟიმმა გალის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავა – რა განცხადებას ავრცელებს სუს-ი

როგორც ბექა ოდიშარია წერს მის ამ ინტერვიუს „უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა პრეზიდენტიც“.

„მან [ჟურნალისტმა] კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადი წყენიდან გამომდიმარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ, შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია.

არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა!

ეს ჩვეული „რასპასოვკა“ ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია!

ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს.

აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში!

ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენ შორის მატყუარა და სამარცხვინო?!

თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და „ტოპკის“ ამწევს, ისევე როგორც ამ „სატოპკის” რეალიზატორს (სამარცხვინოსგან მესმის!), მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს, რა თქმა უნდა“, – წერს ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

❗️❗️❗️ დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეი ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით გამსჭვალული, ზედ დამატებული არაპროფესიონალიზმით და არაკეთილსინდისიერებით გამორჩეული TV პირველის ჟურნალისტი ნინო ღვედაშვილი, რომელიც მინდა ხაზი გავუსვა რომ ის არ ყოფილა ჟურნალისტი, რომელმაც მე ინტერვიუ ჩამომართვა ამ საკიხზე, მან კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირადი წყენიდან გამომდიმარე, რომელსაც ემატება მისი არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ გამოკვეთილი მიდრეკილება დეზინფორმაციის გავრცელებისაკენ შექმნა ნიუსი რომლითაც დაამახინჯა ჩემი ნათქვამი და გამოხატული პოზიცია. არ ჩამორჩა პრეზიდენტი, რომელიც ჩემს ამ ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა! ეს ჩვეული “რასპასოვკა” ფეიკ ჟურნალისტების და პრეზიდენტის,თუ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრების მონაწილეობით არახალია! ავიწყდებათ ორივე აქტორს, რომ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და ის პეპელაზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს. აი მატყუარის და ცილისმწამებლის იარლიყი კი ადამიანს დიდხანს მიყვება ცხოვრებაში❗️ ❓❗️ ისმის კითხვა: ვინ არის ახლა ჩვენს შორის მატყუარა და სამარცხვინო?! თავად გავცემდი პასუხს და დავანამუსებდი კიდეც ფეიკ ნიუსის ავტორს და “ტოპკის”ამწევს, ისევე როგორც ამ “სატოპკის” რეალიზატორს ( სამარცხვინოსგან მესმის❗️), მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი რომ ჰქონდეს რა თქმა უნდა❗️

Posted by ბექა ოდიშარია • Beka Odisharia on ოთხშაბათი, 21 აგვისტო, 2024

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულ ფაქტს ბექა ოდიშარია შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

„თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისათვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული იქნეს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის, რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და მას სამარცვინო განცხადება უწოდა:

„საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე… ეს როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.

სამარცხვინოა ბექა ოდიშარიას განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ“, – თქვა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები