LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემს მშობ­ლებს ვე­რა­ფერს და­აბ­რა­ლებთ! არ გა­პა­ტი­ებთ!” – გოგო, რომელსაც მშობლები კორონავირუსით დაეღუპა ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

394
publika.ge-19--19--

მა­რი­ კა­კა­უ­რი­ძე, რო­მელ­საც მშობლები კორონავირუსით დაეღუპა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­მარ­თავს. კა­კუ­რი­ძე პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

“არ ვარ პოლიტიკური ,არც ჩემი თემით რაიმე მანიპულირებას და თავის მობეზრებას ვაპირებ ! აქ დავწერ ჩემს სატკივარს და დავსარულებ ! ჯერ, მადლობა უცნობ ადამიანებს, ვინც გვერდით დამიდექით ! ნეტავ ადრე დამეწერა “მედრუმში” ჩემს ტკივილზე ! წავიკითხე მინისტრის მიმართვა ! და მინდა მას მივმართო ! ჩემს მშობლებს ვერაფერს დააბრალებთ ! არ გაპატიებთ, იცოდეთ ამას ! 23 ოქტომბერს დაეწყოთ სიმპტომები და მიმართეს ოჯახის ექიმს, სახლში მკურნალობდნენ! 30-ში გაუკეთეს ტესტი და უარყოფითი მოვიდა 3 დღეში პასუხი ! რა თქვენი ტესტები არ ცდება და პაციენტის ბრალია ? სამშაბათს, გამოწერის დღეს გორმედში დაუდასტურეს დადებითი კოვიდზე ! მე დამღუპეთ და სხვებს რას ერჩით, ვისაც მამასთან ქონდა კონტაქტი თქვენი ტესტის მცდარი პასუხის გამო? მოიძიეთ საერთოდ ეს ადამიანები? ხედავთ მათ?
რაც შეეხება, დედას მისი ბუნებრივი ტემპერატურა 35 იყო და სანამ, დამძიმდებოდა ქონდა 37 სიცხე ! ცხელების ცენტრმა უარით გამოუშვა ამის გამო! როგორ შეიძლება , ქმარი შეამოწმო ტესტზე და ცოლი არა, როცა ყველა სიმპტომი აქვს მაღალი ტემპერატურის გარდა ! რაც შეეხება კლინიკებს !!! ვადანაშაულებ ცხელების ცენტრს და კლინიკა ბომონდს ! გორმედის ექიმებს მადლობა ( სახელები არ მახსოვს ) . თუმცა ვიტყვი იმას, რომ 1 საათი ადამიანი დერეფანში მეწვა საკაცეზე, წნევაც არ გაუზომეს და არც დამამშვიდებელი გაუკეთეს ! შაქარი ძლივს გავაზომინე დერეფანშივე !
სასწრაფო დახმარების ბრიგადას , რაც შეეხება ! როგორ შეიძლება პაციენტს არ დაუჯდე გვერდით ,როცა სასაუნთქს იხსნის ! ეკიპირებული ხომ იყვნენ ! მე ვიყავი მამასთან მთელი გზა, ეს დარღვევა არ არის ? კიდევ კარგი ვიყავი და მოვეფერე ცოტა !
უნიქალ მედის რაც შეეხება უყურაადღებობაში ვადანაშაულებ, თავიდან როცა მიმღებში ყავდათ დედა და მეუბნებოდნენ რომ კარგად იყო ! ამავე კლინიკის ექიმს ,ვასილ ფარცხალაძეს მადლობა ადამიანობისთვის, გაწეული უანგარო სამსახურისთვის ! ეს ის ექიმია, ვინც დედას ყველაფერს უკეთებდა უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფს !
მადლობა საჩხერის საავადმყოფოს დაგვიანებული,თუმცა მაინც გამოწვდილი დახმარებისთვის ! მადლობა , დავით სერგეენკოს ! და ყველას, ვინც ბოლო წუთებში მაინც დამეხმარნენ !
ბოლოს , დაუნახავი არ ვარ ! ვერ და არ დავხუჭავ თვალს თქვენს უნიათობაზე და არასწორ მიდგომაზე ! ადამიანი სანამ მძიმედ არ არის მაშინ უნდა ყურადღება როცა დამძიმდება მაშინ, რა აზრი აქვს თქვენს ყურადღებას ? პაციენტების დადანაშაულების უფლებას არავის მოგცემთ! იცოდეთ ! ამას მაინც გავაკეთებ ! ეს არის ამ ეტაპზე და ამ საკითხზე ჩემი ბოლო პოსტი და ინფორმაცია ! თუ დავინახავ ,რომ ხელს ახოცავთ გარდაცვლილებს იცოდეთ, ბოლომდე ყველა საშუალებით ვიბრძოლებ და ყველა სიტყვაზე და ქმედებაზე პასუხს გაგებინებთ და მეც ვაგებ პასუხს თქვენგან განსხვავებით ,ჩემს სიტყვებსა და ქმედებაზე !
მადლობა, ადამიანებო ყველას ! ჩემს ახლობლებს ! უცნობ ადამიანებს უფრო დიდი მადლობა !-წერს მარი კაკაურიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები