ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ახალ მიმართვას ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირაა, მასთან ენმ-ისა და პარლამენტის წევრებს არ უშვებენ და მისივე თქმით, მის პალატასთან მდგომმა “სუს-ის თანამშრომლებმა სამედიცინო პერსონალის ტერორი დაიწყეს”:
სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ხვალიდან მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მკურნალობის კურსზე უარს იტყვის:
“უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს.
ბოლო დღეებში ჩემს პალატასთან მდგომმა სუსის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით ჩვენს საზოგადოებას გზავნილები არ გადავცე.
თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი.” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.
ადვოკატი: თუ სააკაშვილთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, იგი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს