LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს პროცესში ყველაზე ნაკლებ პრობლემას ვხედავ… მთავარი სათქმელი ახლა ყველასი უნდა იყოს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები“ – ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი დაიწყო

154
ნანუკა ჟორჟოლიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ჟორჟოლიანმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში მტკიცებულება არ არსებობს.მისი თქმით დაელოდება, თუ რა მტკიცებულებების წარდგენა მოხდება პროცესზე:

„რიცხვი არ მახსოვს, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ გზა გადამეკეტა. მტკიცებულებები, რაც ვნახე, არაფერი არ არის, ველოდები, პროცესზე რა მტკიცებულებებს წარადგენენ.

ჩემს პროცესში ყველაზე ნაკლებ პრობლემას ვხედავ, მთავარია პატიმრების ის რაოდენობა და ის პატიმრები, რომლებიც ახლა ციხეში სხედან.

მთავარი სათქმელი ახლა ყველასი უნდა იყოს თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სინდისის პატიმრებს და დაინიშნოს ახალი არჩევნები“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.კერძოდ კი იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g