LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ქმარს ოფიციალურად თავი აქვს გადადებული ოჯახისთვის. ამხელა ბიჭი არ მუშაობს იმის გამო, მერე შენ რა გეშველებაო…“ – როგორ ზრდის ირინა ბაირამაშვილი სამ შვილს

315
ირინა ბაირამაშვილი

ირინა ბაირამაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, როგორია სამი შვილის დედობა:

„მეგონა, ბავშვების აღზრდაში ბევრი ადამიანი ჩაერთვებოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს ჩვენ დროს იყო, როდესაც ბავშვებს ბებია-ბაბუები ზრდიდნენ. ახლა ყველას თავისი ცხოვრება აქვს თავისი პრობლემებით. ყველა მეხმარება, დედამთილიც და დედაც, მაგრამ ყველა მუშაობს და ვერ მოსთხოვ, არ იმუშაო, ჩემი შვილები გაზარდეო.

პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემზეა, თუ გააჩინე სამი შვილი, კეთილი უნდა ინებო და მიხედო. ჩემს ქმარს ოფიციალურად თავი აქვს გადადებული ოჯახისთვის. ამხელა ბიჭი არ მუშაობს იმის გამო, მერე შენ რა გეშველებაო. იმდენად მოუსვენარი ბავშვები არიან, ერთი წუთით არ შეიძლება, მათ თვალი მოაცილო. მაგალითად, შუათანამ ფეხი მოიტეხა, ორი დღის წინ კი ველოსიპედიდან გადმოვარდა. იაშვილის კლინიკაში მივდივარ, მეშინია, არავინ თქვას, ამ ბავშვებს პატრონი არ ჰყავთო, ან დედობის უფლება არ ჩამომართვან. ჩემს სანათესავოში ბევრს ჰყავს სამი და ოთხი შვილი, მაგრამ მათ ხმას ვერ გაიგონებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g