თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” მომღერალი, „ოქროს ტალღა 2019″ – ის ერთ-ერთი ნომინაციის, „რადიო ჰოლდინგის რჩეულის”ტიტულის მფლობელი სოფო გელოვანი ახალი სიმღერის პრემიერით სტუმრობდა. „ანარეკლები” ასე ქვია ახალ ნამუშევარს, რომელიც სოფოს და მიშა მდინარაძის ახალი ერთობლივი პროექტის შემადგენელი ნაწილია. როგორც მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა ზაფხულის ცხელ დღეებს თბილისში სამუშაო პროცესში ატარებს და მალე დაასრულებს ალბომზე მუშაობას.
