LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს შვილს ასამართლებენ სამშობლოს სიყვარულის გამო და მეამაყება: ანზორ მელია

196
BeFunky-collage

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა, რომ მის შვილს სამშობლოს სიყვარულის გამო ასამართლებენ. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“ვნერვიულობ, ყველა მშობელი ნერვიულობს, როდესაც შვილი განსაცდელის წინაშეა. ჩემს შვილს არ ასამართლებენ ქურდობაზე და მექრთამეობაზე, სამშობლოს სიყვარულისთვის ასამართლებენ და მეამაყება, ნიკა არის ვაჟკაცი. მეამაყება, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები უდგანან გვერდით. ვიცი, რომ ნიკა ცუდს არაფერს გააკეთებს”,-განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.

ნიკა მელია ამბობს, რომ რომ არ აპირებს შეეგუოს “გავრილოვის განაჩენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g