გურამ ლომიძის რჩეული, მოდელი ეკატერინე ტუღუში 31 აგვისტოს იუბილარი იყო.
ეკატერინე ინსტაგრამზე დაბადების დღეზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს:
„დაბადების დღის განწყობა ქალწული გოგონასთვის. ჩემს თავს ვუსურვებ ბედნიერებას, წარმატებას და ძალას, რომ მივაღწიო ყველაფერს, რასაც ჩავიფიქრებ. მხოლოდ წინ, გოგონა!“, – წერს ეკატერინე.
ეკატერინემ უამრავი მილოცვა მიიღო. მისი გამომწერები აღნიშნავენ, რომ ის როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
მოდელს დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა „ქუჩის ბიჭების“ წევრმა გურამ ლომიძემ და საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოხატა მის მიმართ დიდი სიყვარული.
„გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო, სულ ბედნიერი და ჯანმრთელი მინდა მყავდე 100 წელიწადი, მიყვარხარ“ – წერს გურამი.