LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთან სახლში როგორ მოდიხარ?… ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში?“ – ლადო აფხაზავა

1595
ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავას განცხადებით, გუშინ მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ერთ-ერთი თავდამსხმელი დღეს მასთან სახლში მივიდა.

„ჩემთან სახლში როგორ მოდიხარ?… ხის ჯოხები რატომ გქონდათ ხელში?… მოძალადეები მოდიან ისევ, ჩემთან სახლში და მთხოვენ მე დამიჭირონ“, – ამბობს „ტვ პირველთან“ ლადო აფხაზავა.

‼️ იმ დროს, როდესაც ლადო აფხაზავასთან TV პირველის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ერთ-ერთი თავდამსხმელი მასთან საქმის გასარჩევად მივიდა – პოლიციამ რეაგირებაზე უარი განაცხადა

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 06 მაისი, 2024

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ლადო აფხაზავას თქმით, მას თავს ლანბჩხუთში დაესხნენ. მისი განცხადებით, შემთხვევა მის საცხოვრებელთან მოხდა. ამასთან, როგორც პედაგოგმა აღნიშნა, თავდამსხმელებმა „ნაციონალი“ უწოდეს და ცდილობდნენ ბეისბოლის ჯოხი დაერტყათ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პედაგოგზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.

„ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“ – რა განცხადებას ავრცელებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“

magti 5g